ზახაროვა: უკრაინისთვის იარაღის მიწოდება აშშ-სა და თურქეთთან რუსეთის ურთიერთობებს დააზიანებს
უკრაინისთვის იარაღის ახალი მიწოდებები რუსეთის ურთიერთობებს აშშ-სა და თურქეთთან სერიოზულ ზიანს მიაყენებს - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთის გავლით უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მასშტაბური მიწოდების გარემოებები და პირობები "კვლავ უკიდურესად წინააღმდეგობრივია".
"აშშ-სა და თურქეთის მცდელობები, ერთი მხრივ, სამშვიდობო რიტორიკა გამოიყენონ, ხოლო, მეორე მხრივ, უკრაინა იარაღით მოამარაგონ, გარდაუვლად ძირს უთხრის ურთიერთნდობას" - თქვა მან.
8 აგვისტოს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ თურქეთისგან შეიძინა 70 ბალისტიკური რაკეტა M39 ATACMS, 12 M270-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, რომლებიც GMLRS-ისა და ATACMS-ის რაკეტებს იყენებს, ასევე ათიათასობით კასეტური საბრძოლო მასალა.