2 დაღუპული და 10 დაჭრილი - რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქს ერთ დღეში ათასზე მეტჯერ შეუტიეს
2 დაღუპული და 10 დაჭრილი - რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქს ერთ დღეში ათასზე მეტჯერ შეუტიეს.
ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფედოროვის თქმით, რუსულმა ძალებმა ოლქის დასახლებულ პუნქტებზე 19 საჰაერო იერიში განახორციელეს.
მისივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა ასევე 717-ჯერ შეუტიეს რეგიონს სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით.
ასევე, რუსულმა ძალებმა შვიდჯერ გამოიყენეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და საარტილერიო დაბომბვა 276-ჯერ განახორციელეს.