ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის მინისტრად ევჰენ ხმარას კანდიდატურა წარადგინა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ევჰენ ხმარას კანდიდატურა ოფიციალურად წარუდგინა უმაღლეს რადას. ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმაც დაადასტურა.
ხმარა თავდაცვის სამინისტროს დროებით ივლისიდან ხელმძღვანელობს. მან ამ თანამდებობაზე მიხაილო ფედოროვი შეცვალა, რომლის გადაყენებასაც უკრაინაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ბოლო დღეებში კი ფედოროვის თანამდებობაზე დაბრუნების მოთხოვნით კიევში მორიგი აქციაც გაიმართა.
ევჰენ ხმარა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრ „ალფას“ ხელმძღვანელობდა და მოგვიანებით SBU-ს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ზელენსკის განცხადებით, ხმარს მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს შორ მანძილზე დარტყმითი ოპერაციების ორგანიზებაში.