თურქეთის ოპოზიციონერი დეპუტატი დანით დაჭრეს
თურქეთის ოპოზიციონერი დეპუტატი მელიჰ მერიჩი დანით დაჭრეს. თურქული მედია მოხდარის ამსახველ სათვალთვალო კამერის ჩანაწერებს აქვეყნებს.
როგორც მედია იუწყება, მელიჰ მერიჩი საოპერაციოდ გადაიყვანეს. ამჟამად ოპოზიციონერის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც თურქეთში აცხადებენ, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, CHP-ის ყოფილი რაიონული თავმჯდომარე სეიდი აჰმეთ ქელეშია.