რუსებმა კრივი-რიჰში სავაჭრო ცენტრს დაარტყეს - დაღუპულია 16, ხოლო დაშავებულია 130 ადამიანი, მათ შორის ბავშვები
რუსების იერიში კრივი-რიჰში სავაჭრო ცენტრზე - უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, დაშავებულია 130 ადამიანი, მათ შორის 23 ბავშვია.
გავრცელებული ინფორმაციით, 29 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი, მძიმე მდგომარეობაშია.
გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსებმა კრივი-რიჰში სავაჭრო ცენტრზე დრონებით თავდასხმა გუშინ საღამოს, ადგილობრივი დროით 16:30 საათზე განახორციელეს.