3 დაღუპული და 17 დაშავებული - რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს
ზაპოროჟიეს რეგიონში, 22 აგვისტოს, რუსული ძალების რამდენიმე თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა და კიდევ 17 დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფედოროვის თქმით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში შვიდი დარტყმა განახორციელეს.
მოგვიანებით, რუსულმა დრონმა ცალკე თავდასხმა განახორციელა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ ვიქტოროვკაში მდებარე ავტომობილზე.
თავდასხმის შედეგად კიდევ ორი მამაკაცი დაშავდა და მათ სამედიცინო დახმარება გაეწიათ.