„უკრაინას უნდა მივცეთ ყველაფერი, რაც საკუთარი ცის დასაცავად სჭირდება“ - მაკრონი

23.08.26 10:10
„უკრაინას უნდა მივცეთ ყველაფერი, რაც საკუთარი ცის დასაცავად სჭირდება“ - მაკრონი

„უკრაინას უნდა მივცეთ ყველა საჭირო საშუალება საკუთარი ცის დასაცავად“ - საფრანგეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად დამატებით გზაგადამჭრელ რაკეტებს მიაწვდის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

მაკრონი განცხადებას კრივოი როგზე რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშის შემდეგ ავრცელებს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატური თავდასხმებით აგრესიას კიდევ უფრო აძლიერებს. მაკრონმა აღნიშნა, რომ პარიზი უკრაინის მხარდაჭერას გზაგადამჭრელი რაკეტების მიწოდებით გააძლიერებს და მოუწოდა შესაბამისი შესაძლებლობების მქონე სხვა ქვეყნებსაც, შეუერთდნენ ამ ძალისხმევას.

ზელენსკის ინფორმაციით, საუბრისას მხარეებმა ასევე განიხილეს ფრანგული სამხედრო ტექნიკისა და რაკეტების მიწოდების დაჩქარება, უკრაინაში რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიების საკითხი და სხვა პარტნიორებისგან Patriot-ის გზაგადამჭრელი რაკეტების მიღებაში საფრანგეთის დახმარება.

მსგავსი სიახლეები