„შენ გინდოდა, რომ ჩვენ რუკიდან გავმქრალიყავით, ახლა კი თავად ქრები“ - ზელენსკის მიმართვა პუტინს

24.08.26 11:57
„შენ გინდოდა, რომ ჩვენ რუკიდან გავმქრალიყავით, ახლა კი თავად ქრები“ - ზელენსკის მიმართვა პუტინს
 

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთსა და პირადად ვლადიმირ პუტინს მიმართა და განაცხადა, რომ მოსკოვმა უკრაინის განადგურების მცდელობით თავად დაკარგა ფლოტი, ენერგეტიკული შემოსავლები და მთელი თაობა. ზელენსკის თქმით, რუსეთის იმედი, რომ უკრაინა ომით დაიღლება, არ გამართლდება - კიევი შორ მანძილზე დარტყმებს გააგრძელებს და რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების რაოდენობას გაზრდის

 

პუტინს იმედი აქვს, რომ დავიღალეთ. ჩვენ ვიცით, რომ ის მოკვდავია. მან ვერასდროს გაგვიგო — და ახლა ამისთვის დროც აღარ ექნება. შენ გინდოდა მთელი უკრაინის, მთელი ჩვენი მიწის მიტაცება, ამის სანაცვლოდ, შენ დაკარგე შენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, შენი საზღვაო ფლოტი, შენი შემოსავლები და მთელი თაობა, რომელიც ხორცის საკეპ მანქანაში გააგზავნე. შენ გინდოდა, რომ ჩვენ რუკიდნ გავმქრალიყავით. ახლა კი შენ ქრები მომავალი ცივილიზაციის საერთაშორისო დღის წესრიგიდან. 27 წელია რუსეთის მმართველი დიდებულებაზე ლაპარაკობს, მაშინ როდესაც რუსეთი ბენზინის რიგებში დგას. ჩვენი შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობები მათ შემოსავლებს აზიანებს. ჩვენი ათასობით ღრმა დარტყმა მოსკოვმა უკვე იხილა. ტულა, რიაზანი, ოლენია, ომსკი — და ათობით სხვა ლოკაცია, სადაც უკრაინულმა მართლმსაჯულებამ უკვე მიაღწია. რუსეთმა ამ მართლმსაჯულების კიდევ უფრო მეტი მაგალითი უნდა იხილოს.ჩვენი საზღვაო დრონები მუშაობენ. მტერს ფლოტი ჰყავდა, თუმცა ის ჯართად იქცევა. ჩვენ კიდევ უფრო მეტი ხომალდი უნდა ჩავძიროთ, - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები