Pussy Riot-ის ყოფილი წევრი ამბობს, რომ FSB-ს ჰყავდა გადაბირებული

25.08.26 10:22
Pussy Riot-ის ყოფილი წევრი ამბობს, რომ FSB-ს ჰყავდა გადაბირებული

რუსეთში ცნობილი პანკ-ჯგუფის Pussy Riot-ის ყოფილი წევრი "ეფესბეს"-თვის მუშაობდა - რიტა ფლორესი რუსეთის დატოვების შემდეგ ალაპარაკდა. ქალი ამბობს რომ სპეცსამსახურმა ის 2023 წელს მუქარით გადაიბირეს და აიძულებდნენ მხატვრებზე და პოლიტიკურ აქტივისტებზე ინფორმაცია მოეგროვებინა. 

გამოცემა Port-თან ინტერვიუში რიტა ფლორესმა თქვა, რომ 2023 წლის თებერვალში, მის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, სპეცსამსახურებს თანამედროვე ხელოვანებისა და პოლიტიკური აქტივისტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში ეხმარებოდა, ასევე, ცდილობდნენ ჩაერთოთ „მედიაზონის“ ყოფილი გამომცემლის და არტ-ჯგუფების, Война-სა და Pussy Riot-ის წევრის, პიოტრ ვერზილოვის მკვლელობის მომზადებაში.

ფლორესის თქმით, 2025 წლის ზაფხულში "ეფესბეს" მუშაკებმა მას შესთავაზეს მონაწილეობა ვერზილოვის მოტაცებასა და მკვლელობაში. ფლორესს მანამდე პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდა ვერზილოვთან. როგორც ამბობენ, ფლორესი ვერზილოვს სერბეთში უნდა შეხვედროდა და მის კვალზე მკვლელები ან მომტაცებლები უნდა გაეყვანა. აქტივისტი ამბობს, რომ ამ დავალების მიღების შემდეგ მან რუსეთიდან გაქცევა გადაწყვიტა. იგი არ აზუსტებს, რა გზით მოახერხა ქვეყნის დატოვება.

„ყველაფერი მარტივია, როგორც ფილმში: მაგიდასთან დავსხედით, განძრევა არ შემიძლია, გვერდით გახედვა არ შემიძლია. ჩემი გადაბირება დაიწყეს- ყველანაირად მემუქრებოდნენ, დამცინოდნენ, არცთუ სასიამოვნო რამეებს მეუბნებოდნენ, მემუქრებოდნენ ჩემი ოჯახის წევრების დახოცვით და იმით, რომ ცხოვრებაში ვერასდროს დავამტკიცებდი, ვინ მოკლა დედაჩემი. მეუბნებოდნენ, რა საზიზღარი და საშინელი ვიყავი და რომ ჩემგან მთელი რუსეთის მთავარ სატანას შექმნიდნენ“, — განაცხადა ფლორესმა.

  • ფლორესის თქმით, ზახვატოვის დახმარებით მან რამდენიმე დღის წინ შეძლო რუსეთის ტერიტორიის დატოვება და ახლა უკვე შეუძლია საჯაროდ ილაპარაკოს თავის გამოცდილებაზე. 

ირკვევა, რომ პანკ-ჯგუფის წევრს, "ეფესბეს"-გან მინიჭებული ჰქონდა მეტსახელი “ჰარლი” და თვეში 50-ი ათასამდე რუბლს იღებდა.

მისივე თქმით, სისხლისსამართლებრივი დევნით ემუქრებოდნენ უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩადენილ მკვლელობებზე დაწერილი პოსტების გამოც და მიანიშნებდნენ, რომ თანამშრომლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, „უკვალოდ გაქრებოდა“.

მსგავსი სიახლეები