რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი, მოსკოვში, ჯონ რეტკლიფთან შეხვედრას ადასტურებს

27.08.26 17:10
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი, მოსკოვში, ჯონ რეტკლიფთან შეხვედრას ადასტურებს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი ადასტურებს, რომ მოსკოვში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორ ჯონ რეტკლიფს შეხვდა. 

ნარიშკინის ცნობით, "სამუშაო დონის შეხვედრა" გამართა და მხარეებმა დაუზუსტებელი და მგრძნობიარე საკითხები განიხილეს. 

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მათი შეხვედრაში უჩვეულო არაფერი იყო.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა განააცხადა, რომ  ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი მოსკოვში "ნახევრად რუტინული" ვიზიტით იმყოფებოდა.