ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა

29.08.26 10:07
ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 616-ს აღწევს, ხოლო 1924 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

დაკარგულებს შორის, სულ მცირე, 517 ადამიანი უცხოელია.

ჩინური მედიის ინფორმაციით, ტიბეტში სტიქიამ 7 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო მაშველები 554 ადამიანს ეძებენ.

ნეპალის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, წყალდიდობის უზარმაზარი ტალღა მთებში მყინვარის ჩამონგრევამ გამოიწვია. ტალღამ სახლები და გზები დაანგრია და ნეპალ-ტიბეტის სასაზღვრო მნიშვნელოვანი გადასასვლელი გაანადგურა