მედია: როსტოვის ოლქში OZON-ისა და DNS-ის საწყობებზე დრონებით დარტყმა განხორციელდა

29.08.26 10:47
მედია: როსტოვის ოლქში OZON-ისა და DNS-ის საწყობებზე დრონებით დარტყმა განხორციელდა

როსტოვის ოლქზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს - დაბომბილია OZON-ისა და DNS-ის კუთვნილი ლოჯისტიკის საწყობები, ასევე გემთმშენებელი ქარხანა.

კომპანია Ozon-მა დაადასტურა, რომ დრონებით იერიშის შედეგად მათი ლოჯისტიკური ობიექტი დაზიანდა.

უკრაინული მედიის ცნობით, როსტოვის ოლქის ქალაქებში, კერძოდ, დონის როსტოვში, ბატაისკსა და აქსაიში აფეთქებების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.