27 დაღუპული და 40-ზე მეტი დაშავებული - რუსებმა კიევის ოლქის ბუჩას რაიონს დაარტყეს

29.08.26 14:09
27 დაღუპული და 40-ზე მეტი დაშავებული - რუსებმა კიევის ოლქის ბუჩას რაიონს დაარტყეს

კიევის ოლქის ბუჩას რაიონში საწყობებზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად, 27 ადამიანი დაიღუპა. ვრცელდება ინფორმაცია 40-ზე მეტი დაშავებულის შესახებ, რომელთა შორის ბავშვებიც არიან. 

კიევის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის,, ტიმურ ტკაჩენკოს თქმით, რუსების დარტყმის ზონიდან 381 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

  • ცნობისთვის, 28 აგვისტოს საღამოს, რუსულმა ძალებმა ბუჩას რაიონს დაარტყეს. თავდასხმამ საწყობებში აფეთქებები და ხანძარი გამოიწვია.