რუსული მედია: პუტინი ლუკაშენკოს შეხვდა
ვლადიმერ პუტინი ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა - რუსული მედიის ცნობით, რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებს შორის აუდიენცია მოსკოვის ოლქში, ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში შედგა.
როგორც მედია წერს, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის, ასევე, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.
ვლადიმერ პუტინმა ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რუსეთსა და ბელარუსს შორის ვაჭრობა წარმატებით ვითარდება.