რუსეთი პასუხს მიიღებს ყველაფრისთვის - ზელენსკი

29.08.26 18:38
რუსეთი პასუხს მიიღებს ყველაფრისთვის - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს უკრაინის სახელით შურისძიებას უანონსებს -  უკრაინის პრეზიდენტი კიევის ოლქის ბუჩას რაიონში რუსების თავდასხმასთან დაკავშირებით მიმართვაში აცხადებს, რომ რუსეთი პასუხს მიიღებს ყველაფრისთვის, რასაც აკეთებს.

„გუშინ საღამოს შემდეგ და დღევანდელი დღის განმავლობაში ცნობებს ვიღებ ბუჩას რაიონის სოფელ მილაში არსებული ვითარების შესახებ, სადაც დეტონაცია რუსეთის დარტყმის შემდეგ დაიწყო. ეს საშინელი სიტუაცია და დაუდევრობაა იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ასაფეთქებლები ხალხის გვერდით შეინახა. პირველი დარტყმა საბრძოლო მასალის საწყობზე განხორციელდა, რომელიც იქ არ უნდა ყოფილიყო. ჭურვების, ნაღმების, საბრძოლო მასალისა და დრონების დეტონაცია მოხდა“, - აცხადებს ზელენსკი.