Politico: გერმანია ლაიფციგის აეროპორტში მომხდარზე რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს და ამას სანქციებით უპასუხებს
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი გერმანია ლაიფციგის აეროპორტში მომხდარზე რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს და ამას სანქციებით უპასუხებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუბარია გერმანიაში, ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტში აღმოჩენილ ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილ უპილოტო საფრენ აპარატზე. ინციდენტი 4 აგვისტოს მოხდა. დეტონატორითა და სამხედრო დანიშნულების ასაფეთქებელი ნივთიერებით (Semtex) აღჭურვილი დრონი ასაფრენ ბილიკზე, უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის (Antonov An-124) სიახლოვეს შენიშნეს. გერმანია ტავიდანვე ეჭვობდა, რომ მომხდარი შესაძლოა, რუსეთის სამხედრო დაზვერვის (GRU) მიერ დაგეგმილ დივერსიას უკავშირდებოდეს.
არსებული ინფორმაციით, მერცის საჯარო განცხადება შემდეგი კვირის დასაწყისში იგეგმება. მაშინ, როდესაც ირლანდიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგაერო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. თუმდა, ეს უფრო ადრეც შეიძლება მოხდეს, თუ მერცი გადაწყვეტს ასე.
გამოცემის ორმა წყაროს გერმანიის კაცლერის დაგეგმილი განცხადებები “Zeitwende 2.0”-ს შეადარეს და 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კანცლერ ოლაფ შოლცის გამოცადებული “გარდამტეხი მომენტი გაიხსენეს”. ერთი წყაროს თქმით, გერმანიის მთავრობაში თვლიან, რომ ასეთი სერიოზულ ინციდენტის შემდეგ, ცალკეული რუსი დიპლომატების გაძევება და ბერლინში “რუსული სახლის” დახურვა უკვე აღარ იქნება საკმარისი ზომა - პასუხი უნდა იყოს სანქციების რეალური გამკაცრება ან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ უფრო გაძლიერება.