რუსეთის იერიშს ბუჩის რაიონში 37 ადამიანი ემსხვერპლა - კიევის ოლქში გლოვაა

30.08.26 09:51
რუსეთის იერიშს ბუჩის რაიონში 37 ადამიანი ემსხვერპლა - კიევის ოლქში გლოვაა

ბუჩის რაიონზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა. ადგილობრივი ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ შეიცვალოს - სამაშველო და საძიებო სამუშაოები სოფელ მილაში კვლავ გრძელდება.

რუსული დრონის დარტყმის შემდეგ საწყობში ძლიერი ხანძარი გაჩნდა და საბრძოლო მასალის მასშტაბური დეტონაცია დაიწყო. აფეთქებებმა მიმდებარე საცხოვრებელი ზონაც დააზიანა. ბოლო მონაცემებით, დაშავდა 42 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი; ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. დაღუპულთა შორისაა დმიტრივკის თემის ხელმძღვანელი ტარას დიდიჩიც, რომელიც შემთხვევის ადგილზე ერთ-ერთი პირველი მივიდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დარტყმა თავდაცვის ძალების საბრძოლო მასალის საწყობს მოხვდა და მომხდარის გამოძიება მიმდინარეობს. მისი თქმით, უნდა დადგინდეს, რატომ ინახებოდა ასეთი რაოდენობის ასაფეთქებელი მასალა მოსახლეობასთან ახლოს.

30 აგვისტო კიევის ოლქში დაღუპულთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები