მოჯთაბა ხამენეი მუსლიმურ ქვეყნებს აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს

30.08.26 20:55
მოჯთაბა ხამენეი მუსლიმურ ქვეყნებს აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს

ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი მუსლიმურ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს, გაერთიანებისა და იმ ძალების წინააღმდეგ დაპირისპირებისკენ მოუწოდებს, რომლებსაც ის „ნამდვილ მტრად“ მოიხსენიებს. გზავნილი შეერთებულ შტატებსა და ისრაელს ეხება.

ალი ხამენეის დაღუპვისა და ირანის უზენაესი ლიდერის პოსტის დაკავების შემდეგ, მოჯთაბა ხამენეი საჯაროდ ამ დრომდე არ გამოჩენილა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ექვსი თვის წინ, ომის დაწყებისას განხორციელებული ამერიკულ-ისრაელური ავიადარტყმების დროს დაიჭრა. სწორედ ამ თავდასხმებს ემსხვერპლა მისი მამა და წინამორბედი, აიათოლა ალი ხამენეი.

ახალი წერილობითი მიმართვა ხამენეის Telegram-არხზე „ისლამური ერთობის კვირეულის“ ფარგლებში გამოქვეყნდა. ირანის უზენაესი ლიდერი აცხადებს, რომ მუსლიმურ სამყაროში დაპირისპირება მათი მოწინააღმდეგეების ინტერესებს ემსახურება და ქვეყნებს თანამშრომლობისა და ურთიერთდაცვისკენ მოუწოდებს.

ხამენეიმ განსაკუთრებით სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებს მიმართა და მოუწოდა, „დაინახონ თავიანთი ნამდვილი მტერი, გაიგონ მისი გეგმა და დაუპირისპირდნენ მას“. მან ასევე დასვა კითხვა, აღმოჩნდებოდნენ თუ არა პალესტინელები დღევანდელ მდგომარეობაში, მუსლიმური სამყარო ერთიანი რომ ყოფილიყო.