უკრაინა ოქტომბერში სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის ემზადება
უკრაინა ოქტომბერში სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუდნისთვის ემზადება - განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა გააკეთა.
“ვემზადებით, ოქტომბრისთვის” - უპასუხა მან კითხვას, რომელიც შემდეგნაირად ჟღერდა: მზადდება თუ არა სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი:
ჟურნალისტებთანვე დაზუსტდა, რომ საუბარია სამმხრივ ფორმატზე. ამ დროისთვის უცნობია, სად გაიმართება მოლაპარაკებები.
6 სექტემბერს ვიტკოფი და კუშნერი კიევში იმყოფებოდნენ, სადაც მოლაპარაკებები გამართეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ პარტნიორებთან. ერთი დღით ადრე ისინი მოსკოვს ეწვივნენ, სადაც რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ.
შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა დაუბრუნდეს სამმხრივ მოლაპარაკებებს ომის დასრულების შესახებ, აშშ-სა და რუსეთის მონაწილეობით. მან ასევე გამოაცხადა შეთანხმების შესახებ უკრაინის, აშშ-სა და ევროპის წარმომადგენლების მონაწილეობით შემდეგი შეხვედრის შესახებ.