რუსეთის როსტოვისა და იაროსლავლის ოლქებში დრონებით იერიშები განხორციელდა

17.09.26 09:41
რუსეთის როსტოვისა და იაროსლავლის ოლქებში დრონებით იერიშები განხორციელდა

რუსეთის რამდენიმე რეგიონში დრონებით იერიშები განხორციელდა - დონის როსტოვში, სავარაუდოდ, სამხედრო აეროდრომი, ხოლო იაროსლავში - ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაიბომბა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დონის როსტოვში განგაში 17 სექტემბრის ღამეს გამოცხადდა, რის შემდეგაც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მასშტაბური ხანძრის ამსახველი კადრების გამოქვეყნება დაიწყეს.

ხანძარი, სავარაუდოდ, დონის როსტოვის ცენტრალურ სამხედრო აეროდრომზე გაჩნდა. 

დრონებმა ასევე დაბომბეს რუსეთის ქალაქი იაროსლავლი, ადგილობრივი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „სლავნეფტ-იანოსი“, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.