რუსეთის დაზვერვა სავარაუდოდ, აშშ-ში დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა - FBI-ის დირექტორი

17.09.26 10:59
რუსეთის დაზვერვა სავარაუდოდ, აშშ-ში დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა - FBI-ის დირექტორი

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის სკანდალური განცხადება - კაშ პატელი სოციალურ ქსელში  წერს, რომ რუსეთის დაზვერვა სავარაუდოდ, აშშ-ში დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა

რუსეთის დაზვერვა სავარაუდოდ, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა. უცხოურ მთავრობებს არ მიეცემათ უფლება გააჩუმონ კრიტიკოსები, დაარღვიონ ჩვენი კანონები ან საფრთხე შეუქმნან ხალხს ამერიკაში. FBI დაიცავს სიტყვის თავისუფლებას და წინააღმდეგობას გაუწევს ტრანსნაციონალურ რეპრესიებს ყველგან, სადაც ისინი ჩვენს ქვეყანას უქმნიან საფრთხეს", - წერს პატელი.

ცნობისთვის, 16 სექტემბერს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა რუსეთის დაზვერვის ხუთ სავარაუდო აგენტს. მათ ბრალად ედებათ კრემლის მიერ მტრად მიჩნეული პირების წინააღმდეგ თავდასხმების დაგეგმვა მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ-ში მცხოვრები როგორც მინიმუმ ერთი ცნობილი დისიდენტის მკვლელობის დაგეგმვა.