უკრაინული იერიშების ფონზე რუსეთში დუმის არჩევნების ბოლო დღე მიმდინარეობს - პირველ შედეგებს საღამოს ელოდებიან

20.09.26 12:49
უკრაინული იერიშების ფონზე რუსეთში დუმის არჩევნების ბოლო დღე მიმდინარეობს - პირველ შედეგებს საღამოს ელოდებიან

რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნების მესამე და ბოლო დღე უკრაინული დრონების მასშტაბური იერიშის ფონზე მიმდინარეობს. კენჭისყრა დღეს დასრულდება, პირველადი შედეგების გამოქვეყნებას კი საღამოს ელოდებიან. არჩევნებზე დუმის 450 დეპუტატს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ.

არჩევნები მკაცრად კონტროლირებად პოლიტიკურ გარემოში ტარდება. მმართველი „ერთიანი რუსეთი“ დუმაში დომინანტური პოზიციის შენარჩუნებას ცდილობს. პარლამენტში მოხვედრის რეალური შანსის მქონე სხვა პარტიებიც ძირითადად მხარს უჭერენ კრემლის პოლიტიკასა და უკრაინაში ომს. ომის მოწინააღმდეგე კანდიდატების დიდი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას ჩამოაშორეს, ხოლო ლიბერალურ პარტია „იაბლოკოს“ უზენაესმა სასამართლომ პარტიული სიით არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, შეინარჩუნებს თუ არა „ერთიანი რუსეთი“ საკონსტიტუციო უმრავლესობას - ამისთვის 450-ადგილიან დუმაში სულ მცირე 300 მანდატია საჭირო. ამჟამად პარტიას 310 ადგილი აქვს, ხოლო საკონსტიტუციო უმრავლესობა მას საშუალებას აძლევს, საკონსტიტუციო ცვლილებები სხვა პარტიების მხარდაჭერის გარეშე გაატაროს.