ტრამპი „AI Force“-ის შექმნას და ხელოვნური ინტელექტის ახალი კურატორის დანიშვნას აანონსებს

20.09.26 14:17
ტრამპი „AI Force“-ის შექმნას და ხელოვნური ინტელექტის ახალი კურატორის დანიშვნას აანონსებს

მერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელოვნური ინტელექტის სფეროს ზედამხედველობისთვის ახალი „AI Force“-ის შექმნას აანონსებს. ტრამპის განცხადებით, უახლოეს მომავალში დაინიშნება ხელოვნური ინტელექტის ახალი კურატორიც — ე.წ. „AI czar“. პრეზიდენტს ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია, რა სტრუქტურა ექნება ახალ ძალას, რა უფლებამოსილებით იმუშავებს ან იქნება თუ არა ის სამხედრო უწყება.

ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის განვითარებას ახალი მკაცრი რეგულაციებით არ შეაფერხებს. ამასთან, მისი თქმით, AI-ის უკანონო გამოყენებაზე რეაგირება უკვე არსებული სისხლისა და სამოქალაქო სამართლის მექანიზმებით მოხდება. ჯერ კიდევ ივნისში ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანებით აშშ-ის იუსტიციის მინისტრს დაევალა პრიორიტეტულად გამოიძიოს შემთხვევები, როდესაც ხელოვნური ინტელექტი კომპიუტერულ სისტემებზე უკანონო წვდომის, მათი დაზიანების, მონაცემების მოპარვის ან სხვა დანაშაულებრივი საქმიანობისთვის გამოიყენება.

ტრამპის ადმინისტრაცია ხელოვნური ინტელექტის სფეროში აშშ-ის გლობალური ლიდერობის შენარჩუნებას ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჩინეთთან ტექნოლოგიურ კონკურენციას - ვაშინგტონი და პეკინი AI-ის განვითარებას ეკონომიკური და სამხედრო კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვან ფაქტორად განიხილავენ. Reuters-ის ცნობით, ხელოვნური ინტელექტის საკითხის განხილვას ამერიკელი ოფიციალური პირები ჩინურ მხარესთან მოლაპარაკებების დროსაც გეგმავენ, ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის წინ.

მსგავსი სიახლეები