უკრაინამ რუსეთს პირველად დაარტყა ბალისტიკური რაკეტით

20.09.26 17:23
უკრაინამ რუსეთს პირველად დაარტყა ბალისტიკური რაკეტით

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოსკოვის რეგიონში მდებარე ობიექტებზე იერიში მიიტანეს. მისი განცხადებით, სამიზნეებს შორის იყო რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის ერთ-ერთი საკვანძო საწარმო და რუსული ძალების ლოგისტიკური ობიექტი.

ზელენსკის ცნობით, ოპერაციაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, უპილოტო სისტემების ძალების, სპეციალური ოპერაციების ძალების, სამხედრო დაზვერვისა და საგარეო დაზვერვის დანაყოფები მონაწილეობდნენ. შეტევისას გამოყენებული იყო სხვადასხვა ტიპის შორი მოქმედების საშუალებები, მათ შორის FP-1, RZ-100, MICH-2000, „პალიანიცა“, Vendetta, „ლიუტი“, „ბარსი“, „ფლამინგო“, „იანვარი“ და „Pelican“.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს „Pelican“-ის, იგივე FP-7-ის, ბალისტიკური რაკეტის საბრძოლო გამოყენების პირველი ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევაა.

„ეს მილიარდობით დოლარია, რომელიც სამხედრო მანქანას ამუშავებს. მოსკოვმა სხვა რეგიონების ხარჯზე საჰაერო თავდაცვის მრავალშრიანი რგოლების მშენებლობის ნაცვლად თავისი სასტიკი ომი უნდა დაასრულოს და მშვიდობა აირჩიოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დეესკალაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები ენერგეტიკისა და სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით უკვე შეთავაზებულია და ამისთვის „პოლიტიკური ნებაა საჭირო“.

მსგავსი სიახლეები