ლუკაშენკომ 15 ადამიანი შეიწყალა, მათ შორის - პოლიტპატიმრები

25.09.26 10:28
ლუკაშენკომ 15 ადამიანი  შეიწყალა, მათ შორის - პოლიტპატიმრები

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ 15 პატიმარი შეიწყალა. მათგან 13 ბელარუსის ხელისუფლების პოლიტიკასთან შეუთანხმებლობის გამო, ე.წ. „ექსტრემისტული“ მუხლებით იყო მსჯავრდადებული

შეწყალებულთა სახელები ჯერჯერობით არ საჯაროვდება. ცნობილია, რომ მათ შორის 10 ქალია.

პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ყველა მათგანმა შეიტანა შუამდგომლობა შეწყალების შესახებ, აღიარა დანაშაული, მოინანია ჩადენილი, ასევე პირობა დადო, რომ კანონმორჩილად იცხოვრებს“.

მანამდე, 16 სექტემბერს, აშშ-სთან შეთანხმების მიხედვით ბელარუსმა 25 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა. საპასუხოდ ვაშინგტონმა ორ ბელარუსულ კომპანიას: „ლაკოკრასკასა“ და „ბელლესბუმპრომს“ სანქციები მოუხსნა.