რუსების მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმას 14 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

25.09.26 11:54
რუსების მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმას 14 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსების მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმას 14 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა - უკრაინული მედიის ინფორმაციით, დრონმა პეჩერსკის რაიონში მრავალსართულიან შენობას დაარტყა. დაშავებულია სულ მცირე შვიდი ადამიანი. 

რუსულმა ძალებმა დღეს დილით ოდესასაც დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი - დაშავდა.

ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებით, ქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანება დაფიქსირდა.

თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმაც.