ზელენსკი: ტრამპმა საბოლოოდ გადაწყვიტა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზია მისცეს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საბოლოოდ გადაწყვიტა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზია მისცეს.
ირკვევა, რომ აღნიშნული საუბარი ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ნიუ-იორკში გაიმართა.
არსებობს კონკრეტული შეთანხმებები. პრეზიდენტმა ტრამპმა ჩემთან ბოლო შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა: „დიახ, საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე: უკრაინა Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებს მიიღებს”, - განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ონლაინ შეხვედრის დროს", - განაცხადა ზელენსკიმ.
თავად აშშ-ის პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ არაფერი უთქვამს.