აშშ-მა რუსეთსა და უკრაინას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამმხრივი ტექნიკური შეხვედრის გამართვა შესთავაზა
აშშ-მა რუსეთსა და უკრაინას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამმხრივი ტექნიკური შეხვედრის გამართვა შესთავაზა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ახლა კიევი ამერიკული მხარისგან ელოდება წინადადებებს თარიღთან დაკავშირებით.
„ამერიკულმა მხარემ გაერთიანებულ არაბთა საამიროებში სამმხრივი შეხვედრის ორგანიზება შემოგვთავაზა.
ჩვენ ველოდებით წინადადებებს აშშ-ისგან შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით", - განაცხადა ზელენსკიმ.
კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა სამმხრივი შეხვედრის მომზადება ტექნიკურ ფორმატში. მისი თქმით, ის შეიძლება გაიმართოს „უახლოეს მომავალში“, თუმცა კონკრეტული საკითხები ჯერჯერობით არ არის ცნობილი.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ უკრაინისა და ამერიკის მომლაპარაკებელი ჯგუფები შეთანხმდნენ, კონსულტაციები ჩაატარონ ბრიუსელთან და მოსკოვთან, ხოლო შემდეგ დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს.
„შეთანხმება ასეთია: ჩვენ ვაცნობებთ და განვიხილავთ ამ დეტალებს ევროპულ მხარესთან. ამერიკელები დაელაპარაკებიან რუსეთის მხარეს და 10 დღის შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით ამა თუ იმ მოსაზრებითა და შედეგით“, განაცხადა მან.