პაკისტანში აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა
პაკისტანში, დერა-ისმაილ-ხანის რაიონში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა.
reuters-ის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა – "თეჰრიქ-ე-თალიბან პაკისტანმა" (TTP) – აიღო.
დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.