„ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნები მიღწეული იქნება“ - ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომში დასახული მიზნების მიღწევას აპირებს. გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ლავროვმა თქვა, რომ რუსეთის „ბრძოლა სიმართლისა და სამართლიანობისთვის ბოლომდე იქნება მიყვანილი“ და ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნები მიღწეული იქნება.
„ჩვენი ბრძოლა სიმართლისა და სამართლიანობისთვის ბოლომდე იქნება მიყვანილი, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნები მიღწეული იქნება, რუსეთის უსაფრთხოებისთვის არსებული საფრთხეები კი აღმოიფხვრება“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.
ლავროვის განცხადებით, უკრაინასთან მოლაპარაკებებით დაინტერესებულია არაერთი მხარე, მათ შორის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, თუმცა, მისი მტკიცებით, დასავლეთი უკრაინის იარაღით მომარაგებას განაგრძობს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ევროპა სამშვიდობო პროცესისთვის ხელის შეშლასა და მოლაპარაკებების პერსპექტივის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.