კიევში, რუსებმა მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დაბომბეს: ერთი ქალი დაიღუპა, სამი კი დაშავდა
28 სექტემბერს, შუადღისას, კიევის ცენტრში რუსული დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმა განხორციელდა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაზე.
შევჩენკოვსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ საზანოვიჩმა, განაცხადა, რომ დარტყმის შედეგად არიან დაშავებულები და დაღუპულები. ადგილზე მუშაობს ყველა სასწრაფო და შესაბამისი სამსახური.
„მოსახლეობას ვთხოვ, არ მიუახლოვდნენ ინციდენტის ადგილს და არ ჩაერიონ სასწრაფო დახმარების სამსახურების მუშაობაში“, - აღნიშნა მან .