უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტთან დრონი ჩამოვარდა - მედია
უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე „იაგოდინის“ გამშვები პუნქტის მახლობლად რუსული დრონი ჩამოვარდა.
ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
დრონის ჩამოვარდნა პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის წარმომადგენელმა, იაცეკ გორიშევსკიმ დაადასტურა.
უკრაინული მედიის ცნობით, დრონის ჩამოვარდნის შედეგად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი არ დაზიანებულა.