რუსეთის იაროსლავლის ოლქში პიროტექნიკის საწარმოში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა

28.09.26 23:54
რუსეთის იაროსლავლის ოლქში პიროტექნიკის საწარმოში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის იაროსლავლის ოლქში მდებარე პიროტექნიკის საწარმოში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი პიროტექნიკის საწარმოში გაჩნდა, რომელიც იაროსლავლის ოლქის ქალაქ პერესლავლ-ზალესკის მახლობლად, სოფელ კუბრინსკში მდებარეობს; ცეცხლი ორ შენობას მოედო.

მის ჩასაქრობად 100-ზე მეტი მეხანძრე და 40 ერთეული ტექნიკა იყო მობილიზებული.

საგამოძიებო ორგანოებმა სისხლის სამართლის საქმე სამრეწველო უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით აღძრეს.