რუსებმა დამატებითი მობილიზაცია უკვე დაიწყეს - ზელენსკი

29.09.26 10:47
რუსებმა დამატებითი მობილიზაცია უკვე დაიწყეს  - ზელენსკი

რუსებმა დამატებითი მობილიზაცია უკვე დაიწყეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდნეტი ამბობს, რომ პუტინი უცხოელების რეკრუტირების გაზრდასაც გეგმავს.

ზელენსკის თქმით, ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე 8 ათასზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

„ისინი სხვადასხვა საშუალებით ზრდიან იმ ადამიანების რაოდენობას, რომელთა რეკრუტირებასაც ახდენენ. ასევე, ისინი უცხოელების რეკრუტირების გაზრდასაც გეგმავენ. გარდა ამისა, მზადება მიმდინარეობს დამატებით 10000 სამხედროს განლაგებისთვის - ახლა მათი წვრთნებისთვის და შემდეგ რუსეთში გასაგზავნად შერჩევა მიმდინარეობს. ამის სანაცვლოდ, რუსეთი ტექნოლოგიებით იხდის: რუსეთის ტექნიკური მხარდაჭერით ჩრდილოეთ კორეაში „შაჰედის“ ტიპის დრონების წარმოება დაიწყო“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.