რუსებმა ოდესას დაარტყეს - დაშავებულია 2 ადამიანი
რუსულმა ძალებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სატვირთო ავტომობილებს დაარტყეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ცნობით, სამი სატვირთო ავტომობილი სრულად განადგურდა, ხოლო რვა დაზიანდა.
ბოლო ინფორმაციით, ოდესაში რუსების იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.