თბილისში დაკავებული მიხაილ ტიმოფეევი, რომლის რუსეთში ექსტრადიცია იგეგმებოდა, გირაოთი გაათავისუფლეს
თბილისში დაკავებული მიხაილ ტიმოფეევი, რომლის რუსეთში ექსტრადიცია იგეგმებოდა, გირაოთი გაათავისუფლეს - ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" მის ადვოკატზე, რუსუდან მჭედლიშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე, 29 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოიყენა და საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია და დეპორტაცია კომიტეტში საქმის განხილვის დასრულებამდე.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია 4 სექტემბერს დასაშვებად ცნო, 18 სექტემბერს კი ეს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრს უნდა მიეღო.
რუსეთის საგამოძიებო უწყებები საქართველოში პატიმრობაში მყოფ ტიმოფეევს დაახლოებით 20 წლის წინ ჩადენილ დანაშაულებს ედავებიან.