ლიეტუვაში ამოუცნობი ობიექტის დაფიქსირების გამო საჰაერო საფრთხე გამოცხადდა

03.10.26 14:10
ლიეტუვაში ამოუცნობი ობიექტის დაფიქსირების გამო საჰაერო საფრთხე გამოცხადდა

ლიეტუვაში ამოუცნობი ობიექტის დაფიქსირების გამო საჰაერო საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი LRT-ი ავრცელებს.

ადგილობრივ მცხოვრებლებს მობილურ ტელეფონებზე გაეგზავნათ გაფრთხილებები უსაფრთხო ადგილის პოვნის მოწოდებით. უცნობი ობიექტის გამოჩენის გამო ვილნიუსის აეროპორტის თავზე საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა, ცაში ნატო-ს გამანადგურებლები აიყვანეს.

მოგვიანებით, ლიეტუვაში გამოცხადებული საჰაერო საფრთხის ყვითელი დონე გაუქმდა.

ლიეტუვის კრიზისების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის, ვილმანტას ვიტკაუსკასის განცხადებით, ობიექტს შესაბამისი სამსახურები ეძებენ.

„თუ ჩამოვარდა და თუ ეს დრონი იყო, მაშინ მას აუცილებლად იპოვიან. თუმცა, ეს შესაძლოა დრონი არ ყოფილიყო, რადგან სიჩქარე ჩვეულებრივზე ოდნავ დაბალი იყო. შესაძლოა, ეს რაიმე სხვა სახის ანომალია ყოფილიყო ან ფრინველთა მიგრაციასთან იყო დაკავშირებული“, - აღნიშნა ლიეტუვის კრიზისების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა.