ლატვიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

03.10.26 14:16
ლატვიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ლატვიაში მოსახლეობა მე-15 მოწვევის სეიმის შემადგენლობას ირჩევს - საარჩევნო უბნები დღეს, 8:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

სეიმის არჩევნებში 14 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს, რომელთაც სულ, 1428 კანდიდატი ჰყავთ წარმოდგენილი.

წინასწარი გამოკითხვებით, ლატვიის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ანდრის კულბერგსის ცენტრისტული „გაერთიანებული სია“ ხმების 14%-ით ლიდერობს. მეორე ადგილს კი მემარჯვენე პოპულისტური „სუვერენული ძალაუფლება“ იკავებს.