რუსეთზე დრონებით შეტევის სამიზნეებს შორის სავარაუდოდ, „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრიც იყო

08.10.26 10:10
რუსეთზე დრონებით შეტევის სამიზნეებს შორის სავარაუდოდ, „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრიც იყო

უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე.

დრონებით შეტევის სამიზნეებს შორის სავარაუდოდ, „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრიც იყო. უკრაინის იერიშის გამო, რუსეთს 15-მდე ქალაქში აეროპორტების დახურვა მოუწია. იმ რაიონებს შორის, სადაც აფეთქებები იყო, რიაზანის ოლქის ქალაქი სასოვოა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით შეტევა იყო სამრეწველო კომპლექსის ტერიტორიაზე, სადაც დაზგების მშენებელი ქარხანა „სასტა“ და ტექნოლოგიური კომპანია „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრია.

„იანდექსმა“ დაადასტურა „ინციდენტი“ და ელექტროკვების პრობლემები ცალკეულ ზონაში, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.