რუსეთის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის

08.10.26 19:12
რუსეთის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს - ამის შესახებ უკრაინული და რუსული Telegram არხები იუწყებიან.

ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა.

„ჩვენ მოვახერხეთ ომსკში რუსეთის საჰაერო თავდაცვის გარღვევა. თავდაცვის ძალების თავდასხმის დრონებმა ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, დარტყმა მიაყენეს“, - იტყობინება Exilenova+-ის საჯარო გვერდი.

უკრაინულმა თავდაცვის კომპანია Fire Point-მა წარმატებული თავდასხმის ფაქტი დაადასტურა.

„უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოდერნიზებული FP-1 უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით თავს დაესხნენ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც საზღვრიდან 2500 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში .

„Fire Point“-ის მონაცემებით, ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში უდიდესია და წელიწადში 22,23 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია.

უკრაინულმა დრონებმა ქარხანას პირველად მიმდინარე წლის 6 ივლისს დაარტყეს. თავდასხმის შედეგად საწარმოში დაზიანდა ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარები, რის გამოც მან მუშაობა შეაჩერა