დიდმა ბრიტანეთმა რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები კვლავ გააფართოვა - განახლებული სია
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები კვლავ გააფართოვა - შეზღუდვები 23 ორგანიზაციას, სამ ფიზიკურ პირს და 12 სანავთობე ტანკერს შეეხო.
განახლებული სია ბრიტანეთის ხელისუფლების ვებსაიტზე გამოქვეყნდა გამოქვეყნდა.
სიის თანახმად, გაფართოვდა კომპანია "როსტეხისა" და მისი საწარმოებისთვის დაწესებული სანქციები. სიაში მოხვდნენ ნავთობისა და გაზის კომპანია "ზარუბეჟნეფტი", ირკუტსკის სანავთობე კომპანია "ინკ-კაპიტალის" მმართველი ფირმა, თურქეთში, ჩინეთსა და ტაილანგში განთავსებული რამდენიმე კომპანია - რომლებსაც, ლონდონის შეფასებით, "კავშირი აქვთ უკრაინის დესტაბუილიზაციასთან, ან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის, სუვერენიტეტისთვის და დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრასთან ან ასეთი საფრთხის შექმნასთან", რუსეთისთვის საქონლის და ტექნოლოგიების მიწოდების გზით.
სიამ მოიცვა ყირგიზეთის სამი კომპანია, ასევე კანადის ერთი კომპანია. აღინიშნება, რომ მათ, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეთ "რუსეთის ხელისუფლებისგან მოგების მიღებასთან, ან რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერასთან" ფინანსური ოპერაციების განხორციელების გზით.
- დიდმა ბრიტანეთმა ბოლო ჯერზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სულ ერთი კვირის წინ, 1 ოქტომბერს შემოიღო. მაშინ შეზღუდვები შეეხო 23 ფიზიკურ და იურიდიულ პირს და რვა ხომალდს, რომელთა ნაწილსაც რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტს" მიაკუთვნებენ.