რუსებმა ზაპოროჟიეს მართვადი ბომბებით დაარტყეს - არის მსხვერპლი

09.10.26 10:01
რუსებმა ზაპოროჟიეს მართვადი ბომბებით დაარტყეს - არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს მართვადი საჰაერო ბომბებით დარტყმა განახორციელეს.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზაპოროჟიეს რეგიონულ-სამხედრო ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებელის, მიხაილო სემიკინის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი და მიმდებარე ტერიტორიაზე დამწვარი ავტომობილები.