ჰორმუზის სრუტეში რამდენიმე ნავთობტანკერი საზღვაო ნაღმებზე აფეთქდა

09.10.26 14:10
ჰორმუზის სრუტეში რამდენიმე ნავთობტანკერი საზღვაო ნაღმებზე აფეთქდა

ჰორმუზის სტრატეგიული სრუტის სამხრეთ გასასვლელში რამდენიმე მძლავრი აფეთქება მოხდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, მომხდარი აფეთქებები სავარაუდოდ საზღვაო ნაღმებმა გამოიწვია, რომლებსაც რამდენიმე ნავთობმზიდი ტანკერი შეეჯახა.

ირანის სახელმწიფო მაუწყებელ IRIB-ის სამხედრო წყაროების ცნობით, ხომალდები ოფიციალური თეირანის მიერ ნებადართული დერეფნების ნაცვლად, შეუთანხმებელი საზღვაო მარშრუტებით გადაადგილდებოდნენ.

გავრცელებულ ინფორმაციაში ინციდენტში მოხვედრილი ხომალდების ზუსტი რაოდენობა, მათი ვინაობა ან შესაძლო მსხვერპლისა და ზარალის მასშტაბები არ არის დაკონკრეტებული.