მოსკოვი აცხადებს, რომ დედაქალაქის მიმართულებით ღამით 417 დრონი მიფრინავდა

13.10.26 10:34
მოსკოვი აცხადებს, რომ დედაქალაქის მიმართულებით ღამით 417 დრონი მიფრინავდა

12 ოქტომბრის საღამოდან 13 ოქტომბრის დილამდე მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 417 უპილოტო საფრენი აპარატი მიფრინავდა. ამის შესახებ რუსეთის დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა.

მისი მტკიცებით, დრონების უმეტესობა რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვიდან მოშორებით გაანეიტრალეს, 65 კი დედაქალაქთან მიახლოებისას ჩამოაგდეს.

„12 ოქტომბრის 20:30-დან 13 ოქტომბრის 07:00 საათამდე მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 417 უპილოტო საფრენი აპარატი მოფრინავდა. მათი უმეტესობა საჰაერო თავდაცვის ძალებმა შორეულ მისადგომებთან გაანეიტრალეს. 65 უპილოტო საფრენი აპარატი კი მოსკოვთან მიახლოებისას გაანადგურეს“, - განაცხადა სობიანინმა.