რომის პაპი საავადმყოფოში მოათავსეს
რომის პაპი ლეო XIV რომში, ჯემელის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ფილტვში აღმოჩენილი მცირე წარმონაქმნის ამოსაკვეთად ოპერაცია ჩაუტარდება.
ინფორმაციას ვატიკანის პრესსამსახურზე დაყრდნობით Vatican News-ი ავრცელებს.
ვატიკანის ინფორმაციით, ფილტვში მცირე, ლოკალიზებული წარმონაქმნი პაპს ბოლო სამედიცინო გამოკვლევების დროს აღმოუჩინეს. ექიმებმა მისი ქირურგიული გზით ამოღება მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
ვარაუდობენ, რომ ოპერაციის შემდეგ პაპი საავადმყოფოში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში დარჩება. მისი საჯარო ღონისძიებები 20 ოქტომბრამდე გაუქმებულია.