თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმე: დუეინ დევისს უვადო პატიმრობა მიესაჯა
ლას-ვეგასში ლეგენდარული ამერიკელი რეპერის, თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზების საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - 63 წლის დუეინ დევისს (მეტსახელად „Keffe D“) სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დევისი ერთ-ერთი ცნობილი კრიმინალური დაჯგუფების ყოფილი ლიდერია და ის ერთადერთი პირია, ვისაც ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავის მკვლელობის საქმეზე ბრალი ოფიციალურად წაუყენეს და გაასამართლეს.
პროკურატურის მტკიცებით, 1996 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა სწორედ დევისის მიერ იყო ორგანიზებული და დაგეგმილი შურისძიების მოტივით.
თუფაქ შაკურის მკვლელობა თითქმის 30 წლის განმავლობაში მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და გაუხსნელ საქმედ რჩებოდა. საქმეში გარღვევა მას შემდეგ მოხდა, რაც წლების განმავლობაში შეგროვებული მტკიცებულებებისა და თავად დევისის საჯარო ინტერვიუების საფუძველზე სამართალდამცავებმა მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს.