პაპ ლეო XIV-ს ფილტვის კიბო დაუდგინდა

14.10.26 11:10
პაპ ლეო XIV-ს ფილტვის კიბო დაუდგინდა

პაპ ლეო XIV-ს ფილტვის კიბო დაუდგინდა - ამის შესახებ ინფორმაციას წმინდა საყდრის პრესსამსახური ავრცელებს.

71 წლის პონტიფექსს რომის ჯემელის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა, რომლის დროსაც ექიმებმა მისი მარჯვენა ფილტვის ქვედა წილი ამოკვეთეს.

ოპერაციისას ჩატარებულმა ქსოვილის ჰისტოლოგიურმა გამოკვლევამ დაადასტურა ფილტვის ადენოკარცინომის დიაგნოზი.

სიმსივნის არსებობაზე ეჭვი ექიმებს ოპერაციამდე ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზეც ჰქონდათ.

წმინდა საყდრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პაპი საოპერაციო ოთახში დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, უშუალოდ ქირურგიული ჩარევა კი 90 წუთს გაგრძელდა. ოპერაციამ წარმატებით, გართულებების გარეშე ჩაიარა.