ზელენსკი ამბობს, რომ ტრამპმა უღალატა
ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ დონალდ ტრამპმა უღალატა. ამით შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბრიტანელი ჟურნალისტის კითხვას უპასუხა - პირს მორგანმა მას ჰკითხა, "გრძნობს თუ არა ის აშშ-ის მხრიდან ღალატს".
პრეზიდენტი ზელენსკი პირს მორგანს ეუბნება, რომ „ღალატად“ თვლის ტრამპის მიერ პუტინთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტისა და დიზელის შეთანხმების გამოცხადებას.
„ეს ისტორიის სწორი მხარე არ არის“ - ამბობს ზელენსკი.
“რეალურად, კი. რეალურად, ჩვენს შორის. მაგრამ ეს უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ ჩემი ემოციები ან გრძნობები. ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, ჩვენი ქვეყანა უნდა გადარჩეს.” - განაცხადა ზელენსკიმ.
პირს მორგანთან გამართულ ინტერვიუში ზელენსკიმ წუხილი გამოთქვა, რომ უკრაინა აშშ-ის სახით ძლიერ პარტნიორს კარგავს.
მორგანმა ზელენსკის ასევე ჰკითხა, რა იყო მისი რეაქცია, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთთან დიზელის საწვავზე შეთანხმება გამოაცხადა.
“სამწუხაროა, რომ ძლიერ პარტნიორს ვკარგავთ. ასე რომ, ეს ჩემი მოსაზრებაა… მაგრამ ჩვენს გამო არ ხდება ეს. ჩვენ არ შეგვიძლია სუსტები ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გადავრჩებით. ჩვენს ქვეყანას არ ვყიდით. ეს ჩვენთვის ბიზნესს არ ეხება, ეს ჩვენი ცხოვრებაა და ეს ჩვენი ქვეყანაა - ჩვენი სახლი, ჩვენი შვილები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
ამიტომაა ეს მტკივნეული. როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ერთ მხარეს ირჩევს - ჩვენს მხარეს არა. და ჩვენ გვაწყობს, რომ შუაშია. მაგრამ თუ შუაში ხარ - შუაში უნდა დარჩე და არა არასწორ მხარეს.
ვფიქრობ, რომ მისი მრჩევლები ცდებიან. არ ვიცი, ვინ უბიძგებს მას არასწორ მხარეს - ეს არაა ისტორიის სწორი მხარე,” - განაცხადა ზელენსკიმ.