აშშ-ის კონგრესის უკრაინის საკითხთა ორპარტიული ჯგუფი შტატების გადაწყვეტილები შეშფოთებულია

14.10.26 23:30
აშშ-ის კონგრესის უკრაინის საკითხთა ორპარტიული ჯგუფი შტატების გადაწყვეტილები შეშფოთებულია

აშშ-ის კონგრესის უკრაინის საკითხთა ორპარტიული ჯგუფი შეშფოტექბას გამოთქვამს უკრაინიდან ცნობებით, რომ შეჩერებულია აშშ-ის მხრიდან სადაზვერვო ინფორმაციისა და Starlink-ის სერვისებით უზრუნველყოფა.

"კონგრესი ასეთ შეზღუდვებს არ დაუშვებს" -წერია განცხადებაში. 

“შეშფოთებულები ვართ უკრაინიდან ცნობებით, რომ შეჩერებულია აშშ-ის მხრიდან სადაზვერვო ინფორმაციისა და Starlink-ის სერვისებით უზრუნველყოფა, რაც უკრაინაში უდანაშაულო სამოქალაქო პირებსა და ამერიკის მოქალაქეებს რუსული თავდასხმების საფრთხის წინაშე ტოვებს.

კონგრესს არაერთხელ მკაფიოდ განუცხადებია, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა მიაწოდოს [უკრაინას] სადაზვერვო მხარდაჭერა რუსეთის დაუნდობელი დარტყმებისგან ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. აშშ-ის მოკავშირეები იხდიან Starlink-ზე უკრაინის წვდომისთვის.

შეზღუდვები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეში აგდებს, მიუღებელია და კონგრესი მათ არ დაუშვებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები უკრაინის საკითხთა ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან: კონგრესმენები - მარსი კაპტური (დემოკრატიული პარტია), ბრაიან ფიცპატრიკი (რესპუბლიკური პარტია), მაიკ ქვიგლი (დემოკრატიული პარტია) და ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია).