გააკეთეთ ერთადერთი რამ - შეინარჩუნეთ სიმშვიდე! - ზელენსკის მიმართვა უკრაინელ ხალხს

უკრაინის პრეზიდენტი მოსახლეობას მოუწოდებს, არ ჩავარდნენ პანიკაში და შეინარჩუნონ სიმშვიდე. მისი თქმით, რუსული აგრესიის რისკები უკვე მრავალი წელია, არსებობს.
საინფორმაციო სივრცე სავსეა მსგავსი შეტყობინებებით რუსეთთან ომის შესახებ იმის თაობაზე, რომ შემოჭრა შესაძლოა, ხვალვე დაიწყოს, ნებისმიერ მომენტში. თითქოს მზად არ ვართ, თუმცა მარტოც არ ვართ, მთელი მსოფლიო მხარს გვიჭერს. მთელ ამ რიტორიკას, ოფიციალურ პოლიტიკურ განცხადებებში, მედიის ახალ ამბებში, სადარბაზოში მოსმენილ მოარულ ხმებში აერთიანებს ერთი ლოგიკური კითხვა – რაშია სიახლე?
რუსეთის სამხედრო ინტერვენცია ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო და სრულმასშტაბიანი ომის საფრთხე ერთი დღის წინ არ გაჩენილა. ეს რისკები უკვე მრავალი წელია არსებობს და ის არ გაზრდილა, მაგრამ უკრაინის მიწაზე თავდასხმის მაგივრად მოსკოვი უკრაინელთა ნერვებს ესხმის თავს. ჩვენმა ყველა მოქალაქემ განსაკუთრებით ხანდაზმულებმა უნდა გაიგონ ეს, ამოისუნთქონ და დამშვიდდნენ, არ გაიქცნენ წიწიბურასა და ასათის მოსამარაგებლად. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, საღი გონება, საკუთარი ძალების, საკუთარი არმიის, ჩვენი უკრაინის რწმენა" - მიმართა ზელენსკიმ საზოგადოებას.
ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში სულ უფრო აქტიურად განიხილება საკითხი შეიჭრება თუ არა რუსეთი უკრაინაში. რუსეთის სამხედრო დაჯგუფება უკრაინის საზღვართან არის გამაგრებული. ჯერჯერობით უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკებები ჟენევასა და ბრიუსელში.
ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა პარასკევს გაიმართება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ მოსკოვი არ ემზადება უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის.ბაიდენი ფიქრობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.